ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის

ახალი კორონავირუსის Covid-19 პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ლეგალურად ყოფნის ვადის 2020 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივების თაობაზე.

უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და არსებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 30 ივნისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

  1. თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
  2. თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
  3. თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
  4. თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.

უცხოელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადის 30 ივნისამდე გახანგრძლივება არ ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვის.