ჯანელიძე ოპოზიციას - "საერთაშორისო ასპარეზზე არსებული წარმატებები არის პასუხი კითხვაზე თუ რა დავალებები აქვთ ჩვენს მისიებს“

21.12.2017 ქ. ქუთაისი - „არ ვიცი რა მიზანს ემსახურება ორი დღის განმალობაში საზოგადოების სიცრუეში შეყვანა"- მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის სხდომაზე ევროპის საბჭოში საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა და ის კონკრეტული ფაქტები მოიყვანა, რაც ბოლო წლების განმალობაში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის კონსოლიდაციას და მხარდაჭერას ადასტურებს.

ამ მხრივ მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ქართული დიპლომატების წარმატებულ საქმიანობას და უპასუხა ოპოზიციის შეკითხვას თუ რა ინსტრუქციებს იღებენ დედაქალაქიდან საქართველოს დიპლომატიური მისიები. 

“აყენებენ თუ არა ჩვენი მისიები, ჩვენი ელჩები რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს, იქნება ეს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, ევროპის საბჭოში, ეუთო-ში თუ გაეროში, ეს მტკიცდება მართლაც საჯარო დოკუმენტებით, რომელიც არის ხელმისაწვდომი. წელს, პირველად, მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი თავისი გადაწყვეტილებით აღიარა კონფლიქტის მხარედ; ასევე, პირველად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო უპრეცედენტო რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შესახებ; უპრეცედენტო მხარდაჭერა გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩვენი რეზოლუციებისადმი; ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში მეგობართა ჯგუფის განცხადება, რომელიც ფიქსირდება ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს დოკუმენტების პაკეტში, მკაფიოდ უსვამს ხაზს რუსეთის როლს ამ პროცესში, საქართველო-რუსეთის კონფლიქტს, ოკუპაციას და ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ამ ძალიან დიდი გამოწვევის შედეგად. ეს უპრეცედენტო წარმატებები არის პასუხი კითხვაზე თუ რა დავალებები აქვთ ჩვენს მისიებს, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს და რაზე მუშაობენ და რა შედეგებს აღწევენ ისინი. უპრეცედენტოა ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, უპრეცედენტო არის

საქართველოსადმი მხარდაჭერა“, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა ასევე წაუკითხა დეპუტატს ევროპის საბჭოში 13 დეკემბერს გამართული მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგი, სადაც, დეპუტატის მიერ მითითებულ 3.3 პუნქტში განსახილველ საკითხად შეტანილი იყო 2019 წელს ევროპის საბჭოს სამიტის გამართვა და არა რუსეთისთვის ხმის აღდგენის თემა და ამ საკითხზე საქართველოს პოზიცია, როგორც ამას დეპუტატი აცხადებდა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, მათ შორის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებაზე და ოპოზიციის წარმომადგენლებს კონკრეტული დოკუმენტები გადასცა, "როდესაც ამ საკითხებს განიხილავთ, იხელმძღვანელეთ საჯარო დოკუმენტებით, იმ გადაწყვეტილებებით და განცხადებებით, რომელსაც იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს ყველაფერი არის ღია და ხელმისაწვდომი, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებშიც" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე გამართული სხდომის ფარგლებში ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი კანდელაკის მიერ ევროპის საბჭოში რუსეთის ხმის უფლების აღდგენის საკითხზე საქართველოს პოზიის შესახებ დასმულ კითხვაზე.
ამ მხრივ მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ქართული დიპლომატების წარმატებულ საქმიანობას და უპასუხა ოპოზიციის შეკითხვას თუ რა ინსტრუქციებს იღებენ დედაქალაქიდან საქართველოს დიპლომატიური მისიები. 

“აყენებენ თუ არა ჩვენი მისიები, ჩვენი ელჩები რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს, იქნება ეს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, ევროპის საბჭოში, ეუთო-ში თუ გაეროში, ეს მტკიცდება მართლაც საჯარო დოკუმენტებით, რომელიც არის ხელმისაწვდომი. წელს, პირველად, მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი თავისი გადაწყვეტილებით აღიარა კონფლიქტის მხარედ; ასევე, პირველად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო უპრეცედენტო რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შესახებ; უპრეცედენტო მხარდაჭერა გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩვენი რეზოლუციებისადმი; ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში მეგობართა ჯგუფის განცხადება, რომელიც ფიქსირდება ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს დოკუმენტების პაკეტში, მკაფიოდ უსვამს ხაზს რუსეთის როლს ამ პროცესში, საქართველო-რუსეთის კონფლიქტს, ოკუპაციას და ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ამ ძალიან დიდი გამოწვევის შედეგად. ეს უპრეცედენტო წარმატებები არის პასუხი კითხვაზე თუ რა დავალებები აქვთ ჩვენს მისიებს, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს და რაზე მუშაობენ და რა შედეგებს აღწევენ ისინი. უპრეცედენტოა ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, უპრეცედენტო არის საქართველოსადმი მხარდაჭერა“, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.