კატარში საქართველოს ელჩი ქ. დოჰას მერს შეხვდა

25.02.2020 კატარი - კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ქ. დოჰას მერთან ჯამალ მატარ ალ ნაიმისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების საკითხები და მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას მუნიციპალიტეტებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისა და შემდგომი განვითარების მიმართულებით.
2012 წლიდან თბილისი და დოჰა დაძმობილებული ქალაქები არიან.