ხათუნა თოთლაძე ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საქმეთა და სავიზო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

2022 წლის 27 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საქმეთა და სავიზო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს დირკ იან ნიუვენჰიუს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საქმეთა და სავიზო პოლიტიკის დეპარტამენტის ოფიცერი მედელინ მიულენკამპი და საელჩოს საოპერაციო მენეჯმენტისა და საკონსულო საკითხები ხელმძღვანელი  კაროლინ დეიკსტრა. 
 
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის საკონსულო თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობას პანდემიის პერიოდში საკუთარი მოქალაქეების დახმარების კუთხით. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება საზღვარგარეთ მყოფი საკუთარი და ორმაგი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე. ასევე, მოხდა ინფორმაციის გაცვლა, უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად, იძულებით გადაადგილებული უკრაინის მოქალაქეების დახმარების მიზნით გატარებული ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას საკონსულო მიმართულებით.