„ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს“ - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და თავის არჩევანი დააფიქსირა.

„ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს, ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას კეთილდღეობას, იმას თუ როგორ მივიდა ქვეყანა დღევანდელ დღემდე“- განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი ქვეყნის სტაბილური განვითარება, მინიმუმამდე იყო დაყვანილი გარე საფრთხეები და აუცილებელია, რომ ქვეყანამ სწორედ ამ კურსით გააგრძელოს გზა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი არჩვენები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნები შესაბამისობაში იყოს ეუთოს პრინციპებთან, დემოკრატიულ სტანდარტებთან, ისე როგორც 2012 წლის შემდგომ მოყოლებული ყველა არჩევნები.