კორონავისრუსთან დაკავშირებული ონლაინ ვიდეო კონსულტაციების ჩანაწერები

კორონავირუსთან  ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორგანიზება გაუწია ქართველი ეპიდემიოლოგების ონლაინ კონსულტაციებს, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პატრონაჟით გაიმართა.

მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებშიც დიდია საქართველოს მოქალაქეთა კონცენტრაცია და ასევე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ფიქსირდებოდა, საქართველოს საელჩოების „Facebook“ გვერდების გამოყენებით მოეწყო პირდაპირი ჩართვები ექიმი ინფექციონისტების მონაწილეობით. მათ საქართველოს  მოქალაქეებს მიაწოდეს ზუსტი ინფორმაცია ვირუსის სიმპტომების, თავდაცვის ხერხებისა და ბინაზე მკურნალობასთან დაკავშირებით.

ასეთი კონსულტაციები გაიმართა იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამჟამად ვიდეო კონულტაციების ჩანაწერები მოთავსებულია სპეციალურ ვებ-გვერდზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ქართველი ინფექციონისტების რჩევებსა და მითითებებს.