კვიპროსში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლი გაიმართა

31.07.2018 კვიპროსი- საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ხელშეწყობით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მონაწილეობა მიიღო კვიპროსის ძველი ბერძნული დრამის ყოველწლიურ თეატრალურ ფესტივალში. თეატრმა მაყურებლებს  სოფოკლეს „ელექტრა“ წარუდგინა. ღონისძიება  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო ხსენებული ფესტივალის ერთ-ერთი ოფიციალური მხარდამჭერი გახლდათ.
 
სპექტაკლები გაიმართა ქ. პაფოსში მდებარე ანტიკურ ამფითეატრ „ოდეონში“ და  ქ. ნიქოზიას აღლანჯას რაიონში მდებარე ამფითეატრ „სკალიში”.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ნიქოზიაში გამართული სპექტაკლიდან შემოსული თანხა 23 ივლისს, ქ. ათენთან  გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულ პირთა დასახმარებლად შექმნილ  ფონდში გადაირიცხა.