ლასა დარსალია აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

2021 წლის 19 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფაიგ გულიევთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებული ვითარების მიმოხილვას. დადასტურდა რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი რეალობიდან გამომდინარე, რეგიონის ქვეყნებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რაც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგთანაც. მხარეების მიერ კვლავ აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.