ლაშა დარსალიას არგენტინის, კოლუმბიის, დომინიკის რესპუბლიკის და კუბის ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს

2022 წლის 20 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში კოლუმბიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა), ხულიო ანიბალ რიანო ველანდიამ, არგენტინის რესპუბლიკის ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა), პატრისია ბეატრის სალასმა, დომინიკის რესპუბლიკის ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა), ელვის ანტონიო ალამ ლორამ და კუბის რესპუბლიკის ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბაქო), კარლოს ენრიკე ვალდეს დე ლა კონსეპსიონმა.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში შემავალი აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოტენციალის სრულფასოვანი ათვისების აუცილებლობაზე. მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის შემდგომი გამყარების სურვილი. 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მიულოცა ზემოაღნიშნული ქვეყნების ელჩებს თანამდებობაზე დანიშვნა, აღუთქვა მათ ყოველმხრივი მხარდაჭერა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.