ლაშა დარსალია ბულგარეთის ელჩს შეხვდა

2023 წლის 23 იანვარს,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვესელინ ვალკანოვი მიიღო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს, აღინიშნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის მნიშვნელობაზე, როგორც უსაფრთხოების, ისე დაკავშირებადობის (connectivity) თვალსაზრისით. ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.