ლაშა დარსალია ესტონეთის ელჩს შეხვდა

2020 წლის 19 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია შეხვდა  ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რინა კალიურანდს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.
 
მხარეებმა განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხს. ქართული მხარე მიესალმა ესტონეთის განზრახვას საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე (2024წ.)
 
რინა კალიურანდმა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა. მხარეები შეთანხმდნენ კვლავაც აქტიურად განაგრძონ საქართველოსა და ესტონეთს შორის მიმდინარე მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა.