ლაშა დარსალია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ლი იანს შეხვდა

2020 წლის 14 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიასა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ლი იანს შორის.
 
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომლობის საკითხები.
 
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების იმედი როგორც მრავალხრივ, ასევე ორმხრივ დონზე.