ლაშა დარსალია საქართველოში გაეროს რეზიდენტ კოორდინატორს და სურსათისა და სოფლის მეურნეობის (FAO) წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ კოორდინატორთან, დოქტორ საბინე მახლთან და საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის (FAO) წარმომადგენლებთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების კონტექსტში. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას არსებულ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში.
 
შეხვედრის ბოლოს, ორივე მხარემ დააფიქსირა მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.