ლაშა დარსალიამ ავსტრიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თომას მიულმანთან. 

შეხვედრაზე როგორც მინისტრის მოადგილემ, ისე ელჩმა, აღინიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც აქტიურად ვითარება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრაზე ლაშა დარსალიამ ელჩს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე, ისაუბრა იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც ქართული მხარე დგამს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. მან დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მტკიცე ერთგულება, ისევე როგორც  შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის აქტიურად გაგრძელების მზაობა. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საერთაშორისო თანამეგობრობის როლს. მინისტრის მოადგილემ, აგრეთვე, ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე და ხაზი გაუსვა ამ უმნიშვნელოვანესი ფორმატის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას.

შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ წარმატებები უსურვა ელჩს მის მომავალ საქმიანობაში.