ლაშა დარსალიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან

2022 წლის 21 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან, სევერინ შაპაზთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ ICRC-ის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საქართველოში კომიტეტის მხრიდან განხორციელებული საქმიანობისთვის, ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის და განსაკუთრებით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ გაწეული დახმარებისთვის.

თავის მხრივ, საქართველოში ICRC-ის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა მინისტრის პირველ მოადგილეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნულის კიდევ უფრო გააქტიურების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს, ლაშა დარსალიამ სევერინ შაპაზს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.