ლაშა დარსალიამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

2020 წლის 8 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაში ჩართული იყვნენ ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
 
შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ძალისხმევის კოორდინაცია კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული მდგოამრეობა და გაცვალეს მოსაზრებები მოწყვლადი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საჭიროებებზე რეაგირებასთან დაკავშირებით.
 
ლაშა დარსალიამ საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა გლობალური პანდემიის დროს მათი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის და მზაობა გამოთქვა თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.