ლატვიაში საქართველოს ელჩი საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

31.01.2020 ლატვია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, პარტიის "ახალი ერთობა" ფრაქციის თავმჯდომარესთან ლატვიის საეიმაში, აინარს ლატკოვსკისთან.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა მხარეებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო ქართული მხარის პრიორიტეტულ საკითხებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და მიმდინარე ოკუპაციის ფონზე არსებულ გამოწვევებს.
ლატვიის მხარის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურდა სრული მხარდაჭერა და ჩართულობა საქართველოსთვის პრიორიტეტული საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების პროცესში.