ალექსანდრე ხვთისიაშვილს ალჟირის, ბურუნდის, ეთიოპიის, განის და ჩადის ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს

2022 წლის 20 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიან მიმუნიმ, ბურუნდის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჯერარდ ბიკებაკომ, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ადემ მაჰმუდმა,  განის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩა ფრანცისკა აშითი-ოდუნტონმა და ჩადის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანგაი ადუმმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე და დაადასტურეს შემდგომი თანამშრომლობისთვის და ურთიერთობათა გააქტიურებისთვის მზადყოფნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიულოცა ელჩებს რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემა, აღუთქვა მათ ყოველმხრივი მხარდაჭერა და უსურვა წარმატება მომავალ საქმიანობაში.