ლიეტუვაში ქართული კულტურის საღამო გაიმართა

2.03.2020 ლიეტუვა - საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. კაუნასში არსებულ „ქართული ხელოვნებისა და სურნელის სახლში“, ქართული კულტურის საღამო გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის სეიმის ვიცესპიკერი, კაუნასის კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ქართველი სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენლები.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ღვაჩლიანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებს და ისაუბრა ქართული კულტურის, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში, გაიხსნა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი“.
საელჩოს მიერ წარდგენილი იქნა პრეზენტაცია ქართული კულტურისა და ლიტერატურის შესახებ. ასევე, ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების თაობაზე.
ღონისძიების ფარგლებში შედგა ქართული სამზარეულოსა და ღვინის დეგუსტაცია.