ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, ქ. კაუნასის მერს შეხვდა

21.02.2020 ლიეტუვა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა გამართა შეხვედრა ქ. კაუნასის მერთან ვისვალდას მატიოშაიტისთან.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ურთიერთობაში ქალაქებსა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
ასევე განხილული იქნა განათლებისა და კულტურის სფეროებში არსებული მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და ამ მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.