მაინის ფრანკფურტში ფოტოგამოფენა ,,Georgian Stories“ გაიხსნა

7.02.2020 გერმანია - ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ფოტოგამოფენა ,,Georgian Stories“ გაიხსნა, რომელზეც ამავე სახელწოდების საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულების ნამუშევრები გამოიფინა.

საღამო საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ და კიოლნის უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება ,,აისის” წარმომადგენელმა, ელენე შუბლაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
ღონისძიებას კიოლნიდან ჩამოსული სტუდენტები, დიასპორული გაერთიანების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ფოტოკონკურსი კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება ,,აისის” ორგანიზებით ჩატარდა და გამარჯვებული ფოტოები იანვარში, კიოლნის უნივერსიტეტში, ქართული კულტურის კვირეულის ფარგლებში გამოიფინა.