მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადება

 
დღეს ჩვენ ვიხსენებთ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75 წლის იუბილეს – ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ომის, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს უდიდესი ტანჯვა მოუტანა.
 
ეს დღე გვაძლევს საშუალებას გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა და აღფრთოვანება ყველა იმ ადამიანისდმი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა კაცობრიობის გადასარჩენად.
 
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამგვარი სისასტიკე აღარ განმეორდეს.ამის მისაღწევად კი, აუცილებელია დავიცვათ საერთაშორისო სამართალი და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ უნივერსალური პრინციპებისადმი, რომელიც
 
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ვაღიარეთ.
 
მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75 წლის იუბილის აღნიშვნით, უაღრესად მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მშვიდობიანი, უსაფრთხო და სტაბილური ევროპისადმი ჩვენი ვალდებულება, რადგან იგი კვლავ კონფლიქტების და სხვა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ თანამშრომლობას და ერთობლივ ძალისხმევას.