მექსიკაში საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია გაიმართა

4.03.2020 მექსიკა - მექსიკაში იუნესკოს კლუბისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, იდალგოს შტატის პოლიტექნიკურ და მეტროპოლიტანურ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ერისთავის საჯარო ლექცია.

მოხსენების ფარგლებში, ელჩმა უნივერსიტეტის სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის, ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ელჩმა, ასევე ისაუბრა საქართველოს როლზე რეგიონში. 

უნივერსიტეტში სტუმრობისას, ელჩი ასევე გაეცნო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ აერონავტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრს.
ვიზიტის დასასრულს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, განხილული იქნა იდალგოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს პროფილურ უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.