მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები გააცნო

18.12.2017 თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ  აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან.

 მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე  ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით.

 საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და სტუდენტებს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და მისწრაფებების შესახებ ესაუბრა.
 
აშშ-ის დელეგაციაში შედიოდნენ ჰარვარდის კენედის სკოლის, სტენფორდის და ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლის 10 სტუდენტი, რომლებიც 8 ქვეყანას წარმოადგენდნენ.

 ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები მოინახულებენ საქართველოს საოკუპაციო ხაზს და შეხვედრებს გამართავენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან.