მიხეილ ჯანელიძემ რუმინეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

2.12.2017 . თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში  რუმინეთის საელჩოს მიერ რუმინეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, რუმინეთს მიულოცა ეროვნული დღესასწაული და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის დიდ მეგობრობას. 
 

როგორც მინისტრმა აღნიშნა რუმინეთი და სქართველო დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის საიუბილეო თარიღს აქტიური და წარმატებული თანამშრომლობით ხვდება სხადასხვა სფეროში. მან ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდის განმალობაში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ მაღალი დონის კავშირებს, ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ორი ქვეყნის თანამშრომლობის სტრატეგიულ დონემდე აყვანის შესახებ.
 
მიხელ ჯანელიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რუმინეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში აქტიური მხარდაჭერისათვის. ასევე აღნისნა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტირიული მთლიანობის მიმართ და მადლობა გადაუხადა რუმინეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური მონაწილეობისათვის.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა ქართული მხარე აქტიიურად მუშაობს რუმინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის, რასაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია, მათ შორის შავი ზღვის ფატქორის გათვალისიწინებით, რაც დამატებით შესაძლებლობებს იძლევა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისათვის.
 
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ  ხაზი გაუსვა ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობას და მის უდიდეს ისტორიულ წვლილს  საქართველო -რუმინეთის ურთიერთობაში.