15.12.2017 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველო-იაპონიის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაზრდის და საქართველოს საინვესტიციო პროექტებში იაპონური კომპანიების მონაწილეობის მაღალ მნიშვნელობას. მხარეები მიესალმნენ საქართველოს და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების მოლაპარაკებების მიმდინარეობას, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მზადყოფნას, შექმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო იაპონური კომპანიების საქმიანობისთვის საქართველოში. თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ აქტიურად შეუწყობს ხელს კერძო სექტორს შორის ინფორმაციის გაცვლას და პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას. დადებითად შეფასდა საქართველოს და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის ფარგლებში ქ. თბილისსა და ქ. ტოკიოში გამართული ღონისძიებები, ასევე ორ ქვეყანას შორის გაცვლილი მაღალი დონის ვიზიტები. საუბარი ასევე შეეხო სუამ-იაპონიის მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პერსპექტივებს და იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებას, რომელსაც აღნიშნული რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი იძლევა. მხარეები შეთანხმდნენ, 2018 წელს შენარჩუნებულ იქნას მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა და გაგრძელდეს აქტიური ინტერაქცია ორ ქვეყანას შორის.
გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს საკითხზე მომუშავე ინტერპარ...
2023 წლის 26 იანვარს ქ. ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდი გაიმართა. დელეგაციის წარმომადგენლებს მიმართეს და დიალოგს უძღვებოდნენ ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და გა...
2023 წლის 25 იანვარს ქ. თბილისში გაიმართა უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა. ...
გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიდ ბრიტანეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ილია დარჩიაშვილმა ...
Occupied Territories
European & Euro-Atlantic Integration
Welcome to Georgia
Georgia e-VISA portal