მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა

4 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შორის.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ისრაელს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, პანდემიასთან დაკავშირებული თემატიკა და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.