„მისასალმებელია რომ ხვალ განხორციელდება ფრენა ვაშინგტონიდან და ჩვენ ჩვენს მოსწავლეებს დავაბრუნებთ სამშობლოში“ - დავით ზალკალიანი

„მისასალმებელია რომ ხვალ განხორციელდება ფრენა ვაშინგტონიდან და ჩვენ ჩვენს მოსწავლეებს დავაბრუნებთ სამშობლოში“ - დავით ზალკალიანი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით 10 დღის განმავლობაში, საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად, მისი დავალებით, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა აშშ-დან ქართველი მოსწავლეების სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებაზე.

 „მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების, სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოში აშშ-ს საელჩოს და პირადად ელჩის  მიმართ“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, მგზავრობის პირველი ნაწილის ანაზღაურებას მთლიანად  აშშ-ს მთავრობა განახორციელების, ხოლო დოჰა-თბილისის მიმართულებით ფრენას საქართველოს პრემიერ მინისტრი და საქართველოს  მთავრობა აანაზღაურებს.

„ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომობის  კიდევ ერთი დასტური იქნება, რომელიც ამ მძიმე, კრიზისულ სიტუაციაში კიდევ უფრო თვალნათელი გახდა“ - აღნიშნა ზალკალიანმა.