მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს - ზალკალიანი

"ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია და გახსნილი იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა არიან, მაქსიმალურად დავეხმაროთ და ამაში ჩართული გვყავს ასევე საერთაშორისო პარტნიორები."-აცხადებს დავით ზალკალიანი.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეფექტიანი ქმედების და დახმარების შესაძლებლობას ზღუდავს ის, რომ საოკუპაციო რეჟიმს ჩაკეტილი და ბლოკირებული აქვს გადასასვლელი პუნქტები, რაც ჰუმანიტარულ სიტუაციას ძალიან ართულებს.
 
"არის კონკრეტული ცალკეული შემთხვევები, როდესაც დახმარება ხერხდება, მაგრამ ძირითად შემთხვევებში ვერ ვახერხებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ოკუპირებულ რეჟიმს აქვს ბლოკირებული და დაკეტილი გადასასვლელი პუნქტები. ამიტომ, ამ სიტუაციაში, გამოვხატავ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ საქართველოს ხელისუფლების მზაობას, რომ სრული დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს თანამოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა. ეს არის მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია და გვერდზე უნდა გადაიდოს ნებისმიერი სხვა საკითხი; ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციიდან გამომდინარე."- განაცხადა დავით ზალკალიანმა.