ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში „ევროპის დღეები 2020“- ის შემაჯამება და პანელური დისკუსია გაიმართა

ციფრულ ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ  დავით სონღულაშვილმა 2020 წლის ევროპის დღეები შეაჯამეს და ასოცირების შეთანხმების 6 წლის შედეგები შეაფასეს.

მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ყურადღება გაამახვილეს, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებებსა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 6 წლისთავზე არსებულ შედეგებზე.

დისკუსიას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, რომელმაც საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეების ციფრულ ფორმატში მიმდინარეობის დინამიკასა და ამ მხრივ არსებულ მიღწევებზე ისაუბრა.

ყოველწლიური ღონისძიებათა ციკლი „ევროპის დღეები“, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წელს უკვე მერვედ გაიმართა და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 9 მაისიდან 3 ივლისამდე ციფრულ ფორმატში გაგრძელდა.