პარაგვაიში საქართველოსა და პარაგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

6.03.2020 პარაგვაი - ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პარაგვაიში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში) ირაკლი ყურაშვილმა, საქართველოს საპატიო კონსულმა კონრადო პაპალარდომ და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხოსე ანტონიო დოს სანტოსმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხოსე ანტონიო დოს სანტოსი, დაზვერვის მინისტრი ესტებან აკინო, ჯანდაცვის მინისტრი, ხულიო დანიელ მასოლენი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კარლინო ველასკესი, სენატორი ფერნანდო სილვა და პარაგვაის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების სხვა მაღალი პირები, ასევე პარაგვაიში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.