პრაღაში გამოფენა „თვალწარმტაცი საქართველო“ გაიხსნა

13.07.2018 ქ. პრაღა - ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და პრაღა 6-ის გამგეობის ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა  და ორ ქვეყანას  შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, გალერასკლენიაკშისაზეიმოდ გაიხსნა ფოტო-გამოფენათვალწარმტაცი საქართველო“.
 
ღონისძიებაზე  მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს  საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  ზაალ გოგსაძემ და პრაღა 6-ის გამგებელმა ონდრეი კოლარჟმა.
საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საიუბილეო თარიღის მნიშვნელობაზე.  ასევე, ისაუბრა საქართველოს მდიდარ ისტორიასა და ტრადიციებზე, უნიკალურ არქიტექტურასა და ტურისტულ პოტენციალზე.

გამოფენას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ჩეხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
გამოფენის დათვალიერება მსურველებს  27 ივლისამდე შეეძლებათ.