ქ.დუბლინის ახალმა ლორდ-მერმა თბილისსა და დუბლინს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზაობა გამოთქვა

6.07.2018 ქ.დუბლინი - ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა  გიორგი ზურაბაშვილმა  გაცნობითი შეხვედრა გამართა ახლადარჩეულ ლორდ-მერთან ნაიალ რინგთან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საელჩოსა და დუბლინის ქალაქის საბჭოს ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. ასევე, გამოითქვა დედაქალაქებს შორის  ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზაობა.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ნაიალ რინგს მიულოცა დუბლინის ლორდ-მერს თანამდებობაზე არჩევა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს  თბილისისსა და დუბლინს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.