ქ. მეხიკოში, იბერო-ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოს ელჩის მოხსენება გაიმართა

21.02.2020 მექსიკა - ელჩმა ზურაბ ერისთავმა მონაწილეობა მიიღო დედა ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, რომელსაც უკვე მეორე წელია, ქ. მეხიკოში ბანგლადეშის საელჩო და იბერო-ამერიკული უნივერსიტეტი მასპინძლობდნენ.

კონფერენციას ესწრებოდნენ რესპუბლიკის სენატორები, ელჩები, პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები და დიპლომატები, მათ შორის - საქართველოს საელჩოს მრჩეველი თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა.
ბატონმა ზურაბ ერისთავმა წაიკითხა მოხსენება ქართული ენისა და დამწერლობის, ლიტერატურისა და პოეზიის შესახებ, ხოლო თემატურ გამოფენაზე საელჩომ წარადგინა ბუკლეტები და ბანერები - “ქართული ანბანი” და “ვეფხისტყაოსანი”.
კონფერენციის დასასრულს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მათ შორის - ელჩს ზურაბ ერისთავს, საპატიო დიპლომები გადაეცათ.