ქ. ვარნაში ფოტო-გამოფენა „გამარჯობა, მე მქვია თბილისი“ მოეწყო

10.02.2020 ბულგარეთი - საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩის (ზურაბ ფერცულიანი) ორგანიზებით, ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ვარნაში მოეწყო ფოტო-გამოფენა სახელწოდებით - „გამარჯობა, მე მქვია თბილისი“.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურით, გამოფენის დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს გაეცნოს საქართველოს დედაქალაქის ისტორიას და ახლანდელ იერსახეს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა ქართულ დიასპორასთან ვარნაში და საქართველოს საპატიო კონსულთან იული ნუშევთან. საღამოს სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები.
გამოფენის მონახულება დამთვალიერებლებს შეეძლებათ ქ. ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში 20 მარტამდე!