3.02.2020 კორეის რესპუბლიკა - სეულის ერთ-ერთ ღვინის სპეციალიზებულ რესტორანში გაიმართა ქართული ღვინის საღამო, სადაც წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციის შესახებ და დამსწრეთათვის – ქვევრის ღვინო.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სეულის წამყვანი რესტორნებისა და კვების ობიექტთა ქსელების შეფ-მზარეულები, სომელიეები და ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები. საღამო ფოკუსირებული იყო ქართული ღვინის იმპორტით დაინტერესებულ პირებზე და სოციალური ქსელების მეშვეობით მის შესახებ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ცნობადობის გაზრდაზე.