ქართული ღვინის საღამო კორეის რესპუბლიკაში


3.02.2020 კორეის რესპუბლიკა - სეულის ერთ-ერთ ღვინის სპეციალიზებულ რესტორანში გაიმართა ქართული ღვინის საღამო, სადაც წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციის შესახებ და დამსწრეთათვისქვევრის ღვინო.
 
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სეულის წამყვანი რესტორნებისა და კვების ობიექტთა ქსელების შეფ-მზარეულები, სომელიეები და ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები. საღამო ფოკუსირებული იყო ქართული ღვინის იმპორტით დაინტერესებულ პირებზე და სოციალური ქსელების მეშვეობით მის შესახებ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ცნობადობის გაზრდაზე.