რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მე-9 და მე-10 პერიოდული სახელმწიფო ანგარიშის პროექტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით და შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, მომზადდა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-9 და მე-10 პერიოდული სახელმწიფო ანგარიშის პროექტი.

ანგარიშის მიზანია რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს მიერ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ანგარიში მოიცავს 2016 წლის ივნისში საქართველოს მე-6-მე-8 გაერთიანებული პერიოდული ანგარიშის განხილვის შემდგომ პერიოდს.

ანგარიშში ასევე ასახულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ეთნიკურ ქართველთა დისკრიმინაციის თაობაზე ინფორმაცია.

ანგარიშის მომზადების პროცესში ჩართული იყო საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა კომპეტენტური უწყება, აგრეთვე სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლება.

ანგარიშის პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ასევე წარედგინა არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველის აპარატს, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობას მათი წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით.
სახელმწიფო ანგარიშის პროექტი უახლოეს მომავალში გაიგზავნება საქართველოს მთავრობაში, ხოლო შემდეგ მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში პარლამენტის რეგლამენტის 174-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.  რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისთვის ანგარიშის წარდგენის ვადაა 2020 წლის 2 ივლისი.  

მეტი ინფორმაციისთვის გადაიწერეთ ანგარიში.