რუმინეთში გამოფენა - "100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან" გაიხსნა

29.07.2018 რუმინეთი- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, რუმინეთის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან".

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს  რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა  კორნელ იონესკუმ და ისტორიის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ერნესტ ობერლენდერ-ტირნოვიანუმ.  
 
საქართველოს ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე და საქართველოს ევროპულ არჩევანზე. ელჩმა, ასევე  ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუმინეთი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

გამოფენის დათვალიერება მსურველებს 25 აგვისტომდე შეეძლებათ.