რუმინეთში საქართველოს ელჩი, ქ. გალაცის ადგილობირივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

2.03.2020 რუმინეთი - თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი გალაცისა და ნეამცის ოლქებს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრა გამართა ქალაქ გალაცის ვიცე-მერებთან, კრისტიან სორინ ენაკესა და პიკუ აპოსტოლ რომანთან, და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. 
შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კულტურული და ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, ტურიზმის ხელშეწყობა, ურთიერთობების გაღრმავება რეგიონების დონეზე.