საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან

3.08.2018 ქ. თბილისი-საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუდოლფ მიხალკასთან. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა რუდოლფ მიხალკას ორ ქვეყანას შორის კავშირების გააქტიურებასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.
 
შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული თბილი და მეგობრული ურთიერთობები, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიზმი შეიძინა.  ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთის მკაფიოდ გამოხატულ პოლიტიკურ მხარდაჭერას ისევე, როგორც პრაქტიკული კუთხით თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
 
რუდოლფ მიხალკას თქმით, სლოვაკეთი საქართველოს საიმედო პარტნიორად რჩება და მომავალშიც გააგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.