საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ონლაინ შეხვედრა გამართეს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩებთან

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ონლაინ შეხვედრა გამართეს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩებთან, რომელზეც განიხილეს ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ფარგლებში ტურიზმის სფეროში ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივები. 

ელჩებმა ისაუბრეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე და ტურიზმის პერსპექტივებზე. 

როგორც ცნობილია 1 ივლისიდან, საქართველო გეგმავს უმასპინძლოს უცხოელ ტურისტებს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.