საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2022 წლის 20 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტატინიდიმ მონაწილეობა მიიღო ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გაიმართულ ონლაინ შეხვედრაში: „ეკონომიკა და ბიზნესი - ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“.

მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ისაუბრა დიასპორის როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა, ნოშრევან ლომთათიძემ ისაუბრა მაკროეკონომიკური მონაცემების, საინვესტიციო გარემოს, საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების, ენერგეტიკული, სატრანსპორტო-ლოგისტიკური და სხვა დარგობრივი ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან ჩუხუამ, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია ექსპორტისა და მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით სააგენტოს პროგრამების შესახებ. 
ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დიასპორის წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და თურქეთიდან.