საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუს ხალხს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

28. 06. 2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და ბელარუსს ხალხს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.  

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-ბელარუსის გამორჩეულ მეგობრულ ურთიერთობებს. მან დადებითად შეაფას ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა  და  უმაღლესი დონის ვიზიტების აქტივობა. ,,ჩვენ ვაფასებთ ბელარუსის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის მიმართ. მაღალი დონის ვიზიტები,  ბელარუსის პრეზიდენტის სტუმრობა საქართველოში, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები ბელარუსში, ამყარებს და განამტკიცებს ჩვენს პარტნიორობას.  ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ შეთანხმებებს რომლებსაც მივაღწიეთ ვიზიტის ფარგლებში, გაამყარებს უკვე  აქტიურ სექტორალურ თანამშრომლობას  საქართველოსა და ბელარუსს შორის“- განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა აღნიშნა ელჩის რანგში მისი პირველი დიპლომატიური მისია ბელარუსში და განაცხადა, რომ ამის გათვალისწინებით მისთვის  კიდევ უფრო სასიამოვნოა ამ დღის აღნიშვნა ბელარუს ხალხთან ერთად ,,ამ განსაკუთრებულ დღეს, ვუსურვებ ბელარუსს და ბელარუს ხალხს წინსვლას იმისთვის რომ იყვნენ ჩვენთან ერთად მშვიდობისა და სტაბილური განვითარებისთვის."-განაცხადა ზალკალიანმა.

სადღესასწაულო ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.