სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მხარი დაუჭირა სამთავრობო გეგმას და ეკონომიკური განვითარების ხედვას

26.07.2018  ქ. ვაშინგტონი- „საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება მთავარი სტარტეგიული პარტნიორის ურყევი მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის აღიარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებით. ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის ახალ გეგმებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით,“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჯო სალივანთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
 
მინისტრის თქმით შეხვედრაზე განხლული იქნა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი მიმართულება და კიდევ ერთხელ დადასტურდა ორივე მხარის მზაობა მომავალში კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით.
 
შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პროგრამისა და იმ პრიორიტეტების შესახებ რომელიც ქვეყანას გააჩნია როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური  განვითარებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.  დავით ზალკალიანის განცხადებით  შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ყველა მიმართულებთ.
 
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ  მძიმე მდგომარეობას და საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთღებით კი აშშ-ს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ისევე როგორც ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის შემდგომი ფაქტების პრევენციისთვის.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის  პროცესს, ამ გზაზე აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო ნატო-ს ბრიუსელის სამიტს და საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.  აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარადჭერა.
 
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და აღინიშნა, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა შეესაბამებოდეს იმ პოლიტიკურ ურთიერთობებს , რაც  გვაქვს აშშ-სთან.  იყო ძალიან კარგი შეხვედრა და ვფიქრობ რომ მომავალში  ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობებს”-განაცხადა ზალკალიანმა.  
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილებს საერთაშორისო კონფერენციაში რელიგიის თავისუფლების საკითხზე, ღონისძიებას ასევე ესწრება ორმოცზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.



​