საქართველო და პოლონეთი კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მიისწრაფვიან - დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს  ზბიგნევ რაუს ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან განაგრძონ თანამშრომლობა რეგიონში არსებულ ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
 
„მე მადლობა გადავუხადე  ზბიგნევ რაუს   პოლონეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩვენ მხარში ვუდგავართ ერთმანეთს და კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობისკენ მივისწრაფვით“ - წერს ზალკალიანი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.