საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველო არ სცნობს ე.წ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არ სცნობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდს რომელიც გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ამ რეგიონში.

საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ამასთანავე, მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით