საქართველო-უკრაინის ორმხრივი საკონსულო კონსულტაციები

03.08.2018 .თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროების საკონსულო კონსულტაციების მორიგო სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე, უკრაინულ მხარეს კი უკრაინის  საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი  სერგეი პოგორელცევი.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საკონსულო სფეროში შემავალი აქტუალური საკითხები, რომლებიც უკავშირდება მხარეთა მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მათ შორის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მხარეების  მიერ მოხდა გამოცდილების გაზიარება ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე და განისაზღვრა ორმხრივი სამართლებრივი და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი ნაბიჯები. 

ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის დელეგაციამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან და ქ. ბათუმის მერთან. ასევე, საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა   იგორ დოლგოვმა  გაცნობითი ხასიათის ვიზიტი განახორციელა საგარეო  საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ხათუნა თოთლაძესთან.