საქართველოს და ლიეტუვას პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად

2021 წლის 11 ივნისს, საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

დოკუმენტში პრეზიდენტებმა დაადასტურეს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები, ხაზი გაუსვეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისა და ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის აუცილებლობას და აღნიშნეს ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას.