საქართველოს დელეგაციამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაციამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში  საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეაში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და წარმოადგენს ორგანიზაციის უმაღლეს ორგანოს, სადაც ჯამდება გასული 2 წლის განმალობაში გაწეული სამუშაოები და განისაზღვრება ორგანიზაციის სამომავლო საქმიანობის გეგმები. 

ასამბლეის 30-ე სხდომა ლონდონში გაიმართა.   საქართველოს სახელით ასამბლეაში ასევე მონაწილეობდნენ  საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები. ასამბლეის სხდომის ფარგლებში  ორგანიზაციის 172 წევრი ქვეყნიდან 40 არჩეული იქნება საბჭოს წევრად მომდევნო ორი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ელჩი თამარ ბერუჩაშვილი არჩეული იქნა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. საქართველო, როგორც მზარდი საზღვაო ქვეყანა პირველად წარმოჩნდა ორგანიზაციის ფარგლებში ასეთ მაღალ დონეზე.